არჩილ ჩხოტუაუროლოგი. დირექტორი სამეცნიერო დარგში

განათლება

  • ქ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი, სამკურნალო ფაკულტეტი – 1983-1989წწ.
  • ორდინატურა: ალ. წულუკიძის სახელობის უროლოგიის ეროვნული ცენტრი, უროლოგია – 1991-1993წწ.
  • საკანდიდატო დისერტაცია “ფუნქციური ცვლილებები ქვედა საშარდე გზებსა და ცენტრალურ ნერვულ სისტემაში ღამის ენურეზის დროს” – 1993წ.
  • სადოქტორო დისერტაცია “რეპლიკაციური სიბერის მარკერები და მათი როლი თირკმლის ტრანსპლანტანტის მწვავე და ქრონიკულ უკმარისობაში” – 2004წ.

ტრენინგები, სტაჟირება უცხოეთის კლინიკებში

  • თელ-ავივის უნივერსიტეტის, რაბინის სამედიცინო ცენტრი, ორგანოთა გადანერგვის განყოფილება, სტაჟირება ტრანსპლანტოლოგიაში, ისრაელი – 1999-2000წწ.
  • ბოლონიის უნივერსიტეტის დიალიზის, ნეფროლოგიისა და თირკმლის ტრანსპლანტაციის განყოფილება, მეცნიერ-თანამშრომელი, იტალია – 2001წ.
  • ულმის უნივერსიტეტის ტრანსპლანტაციის ცენტრი, სტაჟირება ტრანსპლანტოლოგიაში, სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელი, გერმანია – 2001-2003წწ.
  • მონტეფიორეს სამედიცინო ცენტრი, ალბერტ აინშტაინის სამედიცინო კოლეჯი, ნიუ-იორკი, აშშ. სტაჟირება ტრანსპლანტოლოგიასა და სადიალიზო სისხლძარღვოვანი არტერიო-ვენური ფისტულების ფორმირებაში – 2010წ.
  • ლენოქს ჰილის სამედიცინო ცენტრი, ნიუ იორკი, აშშ. სტაჟირება სადიალიზო სისხლძარღვოვანი არტერიო-ვენური ფისტულების ფორმირებაში. – 2010წ.

სამუშაო სტაჟი უროლოგიის ეროვნულ ცენტრში

  • წამყვანი სპეციალისტი 1993 წლიდან დღემდე
  • თირკმლის გადანერგვის პროგრამის ხელმძღვანელი – 2003 წლიდან დღემდე
  • დირექტორი სამეცნიერო დარგში – 2010 წლიდან დღემდე.

ასოციაციების წევრობა

  • საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების თავმჯდომარე
  • ევროპის უროლოგთა საბჭოს (European Board of Urology) მდივანი.
  • ევროპის უროლოგთა საბჭოს აკრედიტაციის კომიტეტის თავმჯდომარე და აღმასრულებელი საბჭოს წევრი
  • საქართველოს უროლოგთა ასოციაციის გენერალური მდივანი
  • ევროპის უროლოგთა ასოციაციის წევრი.