ჩვენ შესახებ

ლ. მანაგაძის სახელობის უროლოგიის ეროვნული ცენტრი ყველაზე დიდი და ძველი კლინიკური, სამეცნიერო და საგანმანათლებო დაწესებულებაა, უროლოგიური და ნეფროლოგიური პაციენტებისათვის საქართველოში. იგი დაარსდა აკადემიკოს
ალექსანდრე წულუკიძის მიერ 1959 წელს და 2021 წლამდე ატარებდა მისსავე სახელს, ხოლო ბატონი ლავრენტ მანაგაძის გარდაცვალების შემდეგ ჩვენს ცენტრს მიენიჭა მისი სახელი. ცენტრი მდებარეობს ქ. თბილისის ძველ და ცენტრალურ უბანში, ავლაბარში, მეტრო-სადგურ „300 არაგველებთან“, ე.წ. ქალაქის I საავადმყოფოს ტერიტორიაზე.

ცენტრი უზრუნველყოფს პაციენტების უმაღლესი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას უროლოგიისა და ნეფროლოგიის ყველა სფეროში. გარდა ამისა, იგი არის უდიდესი სამეცნიერო-კვლევითი და საგანმანათლებლო დაწესებულება. ცენტრში ყოველწლიურად მიმდინარეობს რამდენიმე საერთაშორისო და ეროვნული სამეცნიერო-კვლევითი პროექტი უროლოგიის, ნეფროლოგიისა და ტრანსპლანტოლოგიის დარგში. მათგან
აღსანიშნავია საერთაშორისო, მულტიცენტრული, რანდომიზირებული კლინიკური კვლევები, რომლებშიც უროლოგიის ცენტრი აქტიურად არის ჩართული ბოლო წლების
განმავლობაში. ეს უზრუნველყოფს ცენტრის სამედიცინო პოერსონალის უწყვეტ სამედიცინო განათლებას და ჩვენი პაციენტების მომსახურების ყველაზე თანამედროვე
ხარისხს.

ჩვენი ცენტრი აქტიურად არის ჩართული საგანმანათლებლო პროცესშიც. კერძოდ, ცენტრში მოქმედებს რეზიდენტურის პროგრამა უროლოგიასა და ტრანსპლანტოლოგიაში,
რომლის ფარგლებშიც, თეორიულ და პრაქტიკულ განათლებას იღებენ საქართველოს წამყვანი უნივერსიტეტების სამედიცინო ფაკულტეტების კურსდამთავრებულები.

1959 წლიდან თქვენს სამსახურში

რამე ტექსტი მოსაფიქრებელია რა ტექსტი გამოვა ამ ნაწილში

0

პროფესიონალი

0

მიმართულება

0

პაციენტი

0

წელი, თქვენს სამსახურში

სტრუქტურა:

ცენტრის სქრუქტურა შედგება დიაგნოსტიკური, კლინიკური და ადმინისტრაციული ერთეულებისაგან. აქ თქვენ მოგემსახურებათ ახლად გარმონტებული და უთანამედროვესი აპარატურით აღჭურვილი ამბულატორია, მიმღები და დიაგნოსტიკური
განყოფილებები. ცენტრის კლინიკური ნაწილი შედგება შემდეგი განყოფილებებისაგან: 4 უროლოგიური განყოფილება ზოგად უროლოგიური დაავადებებისატვის; ბავშვთა უროლოგია; ნეფროლოგიის, დიალიზისა და თირკმლის ტრანსპლანტაციის განყოფილება; ონკოლოგიის დეპარტამენტი; ინტენსიური თერაპიისა და რეანიმაციის განყოფილება; ანესთეზიოლოგიური სამსახური; ლითოტრიპსიის ცენტრი.

საოპერაციო ბლოკი:

იგი შედგება 6 საოპერაციოსაგან: 3 დარბაზი დიდი და რთული ოპერაციებისთვის, 2 დარბაზი ენდოსკოპიური ოპერაციებისათვის, და 1 რენტგენ საოპერაციო. თითოეული საოპერაციო აღჭურვილია ულტრათანამედროვე სამედიცინო აპარატურით აშშ-ს, ევროპისა და იაპონიის წამყვანი სამედიცინო კომპანიებისაგან, რაც უზრუნველყოფს წარმოებული ოპერაციებისა და მანიპულაციების უმაღლეს ხარისხს.

დიაგნოსტიკა:

უროლოგიის ეროვნული ცენტრი ერთადერთი სპეციალიზირებული უროლოგიური დაწესებულებაა საქართველოში, სადაც თქვენ ჩაგიტარდებათ სრულყოფილი დიაგნოსტიკური კვლევები, როგორიცაა: კომპიუტერული და მაგნიტო-რეზონანსული
ტომოგრაფია; ულტრასონოგრაფია და დოპლეროგრაფია; რენტგენოლოგია; უროდინამიკა; კლინიკური, ბაქტერიოლოგიური, ბიოქიმიური, იმუნოფერმენტული, და მორფოლოგიური კვლევების სრული სპექტრი. სამედიცინო პერსონალის მაღალი კვალიფიკაცია და თანამედროვე სამედიცინო აპარატურა უზრუნველყოფს ყველაზე რთული უროლოგიური და ნეფროლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკასა და შემდგომ მართვას.