მორფოლოგია

მორფოლოგიური კვლევა წარმოადგენს დიაგნოსტიკური მედიცინის მნიშვნელოვან მეთოდს, რომელიც გამოიყენება ქსოვილებისა და უჯრედების მიკროსკოპულ დონეზე შესწავლისთვის. მაღალი მგრძნობელობისა და სიზუსტის გამო, მორფოლოგიური კვლევა ითვლება აუცილებელ ინსტრუმენტად სხვადასხვა პათოლოგიური პროცესის დიაგნოსტიკაში. იგი ტარდება როგორც გეგმიურ, ისე სასწრაფო რეჟიმში.

ძნელია გადაჭარბებით შეაფასო მორფოლოგიური (ჰისტომორფოლოგია, ციტომორფოლოგია) კვლევის მნიშვნელობა.

დაავადების ხასიათის, კეთილთვისებიანი თუ ავთვისებიანი მიმდინარეობის, ქსოვილის და უჯრედების სტრუქტურების თავისებურებების, დაავადების გავრცობის მორფოლოგიური შესწავლა აძლევს საშუალებას კლინიცისტებს აირჩიონ მკურნალობის ზუსტი მეთოდი:

  • ქირურგიული,
  • თერაპიული,
  • სხივური,
  • ქიმიოთერაპიული,
  • ჰორმონალური და სხვა,

მორფოლოგიური კვლევა ასევე ეხმარება კლინიცისტებს განსაზღვრონ ოპერაციის რადიკალობის ხარისხი. იგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სიმსივნის წინარე დაავადებების და სიმსივნეების ადრეული სტადიის დადგენისათვის.

„უროლაბი“-ს მორფოლოგიური სამსახური სრულად არის აღჭურვილი სხვადასხვა ფირმის (Leica-ს; Olympus-ის, Nikon-ის და სხვა) აპარატურებით,

რაც იძლევა საშუალებას მორფოლოგიური კვლევების ტრადიციული და თანამედროვე მეთოდების საშუალებით მოხდეს დაავადებების ზუსტი დიაგნოსტიკა.

დახმარება ხომ არ გჭირდება?

ვერ იპოვნე შენთვის საინტერესო კითხვაზე პასუხი? დაგვიკავშირდი და ჩვენ აუცილებლად დაგეხმარებით!