პრაქტიკულ მედიცინაში უროდინამიკური მეთოდების დანერგვამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა დაავადებათა ამა თუ იმ მეთოდით მკურნალობის ჩვენებების განსაზღვრაში და მკურნალობის მიზანმიმართულად წარმართვაში, ძველი წარმოდგენების გადასინჯვაში და მათი ახალი შინაარსით შევსებაში.
უროდინამიკური კვლევა არის პროცედურა, რომელიც გვიჩვენებს შარდის შეკავების და გამოთავისუფლების როგორი უნარი აქვთ შარდის ბუშტს, სფინქტერებს და ურეთრას.
უროდინამიკური კვლევის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია უროფლოუმეტრია, რომლის დროსაც განისაზღვრება: გამოთავისუფლებული შარდის მოცულობა, მოშარდვის მაქსიმალური სიჩქარე, მოშარდვის საშუალო და მინიმალური სიჩქარე, მოშარდვის დრო, დრო მოშარდვის მაქსიმალური სიჩქარისას.
უროფლოუმეტრიის მრუდების ნაირსახეობა ექიმს მიანიშნებს შესაძლო დაავადებაზე, რომლის დასაზუსტებლად, საჭირო ხდება უფრო ღრმა უროდინამიკური კვლევების წარმოება, როგორიცაა: ცისტომეტრია (ავსების და მოშარდვის)
ცისტომეტრიული გამოკვლევებით ექიმი ღებულობს ინფორმაციას ბუშტის მგრძნობელობის, მოცულობის, კომპლეანტურობის, ჰიპერატივობის და დეტრუზორის კუმშვადუნარიანობის შესახებ
იმ შემთხვევაში კი, როდესაც სავარაუდოა შარდსადენი მილის სფინქტერული აპარატის დაზიანება მიზანშეწონილია ურეთრის წნევის პროფილისა და განივზოლიანი სფინქტერის ბიოელექტრული აქტივობის შესწავლა. მიღებული მონაცემებით დგინდება ურეთრის სფინქტერის ფუნქციური მდგომარეობა და დეტრუზორულ-სფინქტერული დისინერგია
უროდინამიკური კვლევა რეკომენდირებულია სხვადსხვა სახის ქვემო საშარდე ტრაქტის სიმპტომების დროს:
- შარდის შეუკავებლობა
- ხშირი შარდვა
- მტკივნეული შარდვა
- მოშარდვის იმპერატიული სურვილი
- მოშარდვის დაწყების პრობლემები
- შარდის ბუშტის მთლიანად დაცლის შეუძლებლობა
- მორეციდივე საშარდე ტრაქტის ინფექციები