კომპიუტერული ტომოგრაფია

კომპიუტერული ტომოგრაფია (კტ) წარმოადგენს დიაგნოსტიკური რადიოლოგიის მაღალტექნოლოგიურ მეთოდს; მისი მაღალი მგრძნობელობისა და ინფორმაციულობის გამო თანამედროვე მედიცინაში დიაგნოსტიკის ხშირად არჩევის, რუტინულ მეთოდად მიიჩნევა.

კომპიუტერული ტომოგრაფია ტარდება როგორც გეგმიურ, ისე ურგენტულ რეჟიმში.

კტ კვლევით ფასდება შინაგანი ორგანოების მდგომარეობა, შესაძლებელია როგორც სიმსივნური წარმონაქმნის პირველადი დიაგნოსტირება, ასევე მისი გავრცელებისა და შესაბამისად დაავადების სტადირების განსაზღვრა.

კტ კვლევა ასევე მნიშვვნელოვანია მწვავე სისხლძარღვოვანი პათოლოგიების დიაგნოსტირებაში.

კლინიკაში ტარდება თავის, კისრის, გულმკერდის, მუცლის ღრუს, მცირე მენჯის ღრუს, საშარდე სისტემის კტ კვლევა.

დახმარება ხომ არ გჭირდება?

ვერ იპოვნე შენთვის საინტერესო კითხვაზე პასუხი? დაგვიკავშირდი და ჩვენ აუცილებლად დაგეხმარებით!