სხივი

უროლოგიის ერვნული ცენტრის ბაზაზე ფუნქციონირებს მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის განყოფილება, რომელიც აღჭურვილია სიმენსის ფირმის მაგნიტურ – რეზონანსული ტომოგრაფით Skyra 3 ტესლა. ამ თაობის მაგნიტურ-რეზონანსულ
ტომოგრაფებს შორის ის არის ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი მაღალტექნოლოგიური სამედიცინო დანადგარი, რომელსაც აქვს ინტეგრირებული ხელოვნური ინტელექტი.

მისი ჭრილის დიამეტრი – ეგრეთწოდებული მილი, რომელსაც პაციენტები ძალიან დიდი შიშით უყურებენ, არის 70 სანტიმეტრი დიამეტრის, 10 სანტიმეტრით უფრო დიდი ვიდრე სხვა სამტესლიან მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფებში. კვლევის ჩატარებისას, პაციენტის სხეულის დაფარვის მიდამო დაახლოებით 45-55 სანტიმეტრია, რაც საშუალებას აძლევს ექიმ-რადიოლოგს ერთდროულად 2 მიდამო გამოიკვლიოს, რაც ამცირებს გამოკვლევის ხანგრძლივობას. აღნიშნულ განყოფილებაში ტარდება ყველა სახის მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა,
როგორც უკონტრასტო, ასევე კონტრასტული კვლევები. ესენია:

  • თავის ტვინი
  • ხერხემლის სვეტი
  • ძვალ-სახსროვანი სისტემა
  • მუცლის ღრუ
  • მცირე მენჯის ღრუ
  • ქვემო კიდურები

ჩვენთან დაგხვდებათ მაღალკვალიფიციური და გულისხმიერი სამედიცინო პერსონალი 20 წლიანი სამუშაო გამოცდილებით, რომელთაც განათლება მიღებული აქვთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში.

განყოფილება ფუნქციონირებს ყოველ დღე, კვირის გარდა, 09:00 საათიდან – 21:00 საათამდე.

პარტნიორი ორგანიზაციები

ვქმნით პროფესიონალურ გარემოს, ჩვენს პარტნიორებთან ერთად

0

სადაზღვევო კომპანია

0

სახელმწიფო პროგრამა

1959 წლიდან, თქვენს სამსახურში