რენტგენი

რენტგენოლოგიური კვლევა  დიაგნოსტიკის ფართოდ გავრცელებული მეთოდია, რომელსაც საფუძვლად უდევს რენტგენის სხივების საშუალებით შინაგანი ორგანოებისა და ქსოვილების გამოსახვა. რენტგტენოლოგიური დიაგნოსტიკის როლი და შესაძლებლობები ძალზედ მნიშვნელოვანია სხვადასხვა პათოლოგიების  და დაავადებების შეფასებაში.

ლ.მანაგაძის სახელობის უროლოგიის ეროვნული ცენტრის რენტგენოლოგიური განყოფილება აღჭურვილია ულტრათანამედროვე ციფრული აპარატურით SHIMADZU FLEXAVISION 2021, რომელიც გამოირჩევა მაღალი ხარისხის გამოსახულებითა და მინიმალური დოზური დატვირთვით.

აღნიშნულ განყოფილებაში ტარდება როგორც უკონტრასტო, ასევე კონტრასტული სტანდარტული და სპეციფიური რენტგენოლოგიური კვლევები ისეთი სისტემებისა როგორიცაა:

  • ძვალ-სახსროვანი სისტემა,
  • გულმკერდის ღრუ,
  • საჭმლის მომნელებელი სისტემა
  • საშარდე სისტემა.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საშარდე სისტემის დიაგნოსტიკა, რომელიც მოიცავს რამოდენიმე სახის კვლევას, როგორიცაა:

  • ინფუზური უროგრაფია,
  • ნეფროსტომოგრაფია,
  • ურეთროგრაფია,
  • მიქციური ცისტოურეთროგრაფია,
  • ფისტულოგრაფია და ა. შ.

აღნიშნული დიაგნოსტიკური კვლევები ძალზედ სპეციფიურია, მოითხოვს მაღალკვალიფიციური და გამოცდილი სპეციალისტის მიერ შესრულებასა და ინტერპრეტაციას.

ლ.მანაგაძის სახელობის უროლოგიის ეროვნული ცენტრის რენტგენოლოგიურ განყოფილებაში თქვენ დაგხვდებათ მაღალკვალიფიციური გუნდი მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილებით.

განყოფილების სერვისებით სარგებლობა შესაძლებელია ორშაბათი-პარასკევი 10.00-16.00.

დახმარება ხომ არ გჭირდება?

ვერ იპოვნე შენთვის საინტერესო კითხვაზე პასუხი? დაგვიკავშირდი და ჩვენ აუცილებლად დაგეხმარებით!