ლითოტრიფსია

შპს „ლითოტრიფსია“ ფუნქციონირებს უროლოგიის ეროვნული ცენტრის ბაზაზე, სადაც 1990 წელს დაინერგა და დღემდე წარმატებით ხორციელდება შარდკენჭოვანი დაავადების მკურნალობა დისტანციური ლითოტრიფსიის მეთოდით. კლინიკა აღჭურვილია თანამედროვე აპარატურითა და პაციენტი მკურნალობისათვის მიემაგრება კვალიფიციურ და პროფესიონალ მკურნალ ექიმს, რომელიც ზედამხედველობას გაუწევს მას გამოკვლევისა და მკურნალობის მთელ პერიოდში.

ESWL – მეთოდი

ESWL – მეთოდით მკურნალობისას კენჭი იშლება მასზე მიმართული ძლიერი ენერგეტიკული დარტყმებით. კენჭის ადგილმდებარეობა ფიქსირდება რენტეგნო- და ექოსკოპიის მეშვეობით. სპეციალური აპარატის (ლითოტრიფტორის) გენერატორის მიერ ელექტრომაგნიტური გზით გამომუშავებული იმპულსები კომპიუტერის მეშვეობით ფოკუსირდება საშარდე გზებში არსებულ კენჭზე.
კენჭი იშლება ქვიშის, ან სხვა სიდიდის ფრაგმენტებად, რომლებიც ორგანიზმიდან ბუნებრივი გზით შარდთან ერთად გამოიყოფიან. მკურნალობა ტარდება სეანსებით. დაახლოებით ერთსაათიანი სეანსის დროს გამოყენებული დარტყმითი ბიძგების ენერგეტიკული დონე და სიხშირე მართვადია და დამოკიდებულია კენჭის სიდიდესა და სიმკვრივეზე. სეანსის წინ პაციენტს უკეთდება დამამშვიდებელი და ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატების ინექცია, იშვიათად, უმეტესად ბავშვებისთვის, საჭირო ხდება ანესთეზია.

დაფინანსება

დისტანტიური ლითოტრიფსიის შემთხვევაში საყოველთაო დაფინანსება ვრცელდება მხოლოდ მოსახლეობის ოთხ კატეგორიაზე

  • სოციალურად დაუცველი ფინანსება – 100 % -ით
  • პენსიონერი ფინანსება 90 % – ით
  • სტუდენტი ფინანსება 80 % – ით
  • პედაგოგი ფინანსება 100 % – ით

დაფინანსება ხდება შემდეგნაირად : საყოველთაოს სტატუსის მქონე პაციენტის დოკუმენტაციის ატვირთვა ხდება ჯანდაცვის პორტაზე , დაფინანსების კოდი პაციენტს ეგზავნება 5 (ხუთ ) სამუშაო დღეში.

კერძო დაზღვევის შემთხვევაში : ინფორმაციის მიწოდება ცხელი ხაზისთვის და მზღვეველისთვის ანაზღაურების საკითხის დაზუსტება .

სამუშაო საათები:

ორშაბათი – პარასკევი: 09:00 – 17:00

პარტნიორი ორგანიზაციები

ვქმნით პროფესიონალურ გარემოს, ჩვენს პარტნიორებთან ერთად

0

სადაზღვევო კომპანია

0

სახელმწიფო პროგრამა

1959 წლიდან, თქვენს სამსახურში