- უმაღლესი განათლება
1997-2003 წწ. – ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი;
- პროფესიული საქმიანობა
2003 წლიდან დღემდე - ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივარსიტეტის, მედიცინის ფაკულტეტის უროლოგიის დეპარტამენტის უფროსი ლაბორანტი.
2005-2007 წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, უროლოგიის დეპარტამენტის ასპირანტი;
2008-2010 წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, უროლოგიის დეპარტამენტის დოქტორანტი;
2011 წელს მედიცინის დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად დაცული დისერტაცია თემაზე: ”ერითროციტების სტრუქტურული და ულტრასტრუქტურული ცვლილებები და სტეროიდული ჰორმონების რაოდენობრივი ცვლილებები პროსტატის მეტასტაზირებული ადენოკარცინომით დაავადებულ მამაკაცებში”.
2006 წლიდან - ევროპის უროლოგთა ასოციაციის წევრი;
2006 წელი - ქალაქი პრაღა, ევროპის უროლოგთა სკოლის მიერ გამართულ რეზიდენტების საგანმანათლებლო პროგრამა (EUREP).
2010 წელს - ერთ თვიანი სტაჟირება ქალაქ ლაიფციგში, სრული უროდინამიკური კვლევის ჩატარების შესასწავლად.
- სამუშაო გამოცდილება
2004 წლიდან დღემდე ალ. წულუკიძის სახელობის უროლოგიის ეროვნული ცენტრის ექიმი - უროლოგი, ამჟამად უროდინამიკური კაბინეტის ხელმძღვანელი.
- სამუშაო და სამეცნიერო ინტერესის სფერო:
ნეიროუროლოგია (სრული უროდინამიკური კვლევა), შარდკენჭოვანი დაავადება.